Sunday, November 17, 2013

მერვე მოდულის რეფლექსია

დღეს გავაკეთეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე, მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები... წარვადგინე ჩემი პროექტი, ტრენერს და ჯგუფის წევრებს ჩემი პრეზენტაცია მოეწონათ, რამაც სულ ძალიან გამახარა!!!!!!!  დიდი მადლობა ტრენერს და ჯგუფი თითოეულ წევრს, დიდი  მადლობა განათლების  სამინისტროს ასეთი კარგი ტრენინგისათვის... მე გამოვიყენებ ამ ცოდნას. 

Saturday, November 16, 2013

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს სასწავლო პროექტზე მუშაობის დროს, ასევე საპრეზენტაციო ფაილში ვორდის ფაილის და ლინკების ჩასმა რაც მე ძალიან, ძალიან მომეწონა...ჩემი აზრით საკმაოდ ეფექტურად ვიმუშავე... ვემზადები ხვალისთვის... ხვალ მაქვს ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მინდა, რომ ჩემი სლაიდ შოუ მოეწონოთ...

Sunday, November 10, 2013

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მეცადინეობის დასაწყისში გავიხსენე უკუკავშირის მნიშვნელობის შესახებ,განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი, ვნახეთ შესაბამისი სლაიდ შოუ, ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა, ლინკის გაკეთება  ბლოგზე. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ბლოგზე გვერდით სურათებისა და ტექსტის დადების შესწავლა :). სულ ძალიან მომეწონა google drive-ის საშუალებით კითხვარების შედგენა და ამ კითხვარების უნიკალური შესაძლებლობა-მივღოთ პასუხი ამ კითხვებზე!!!

ნახეთ ჩემი კითხვარი: 


                                  დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს...

Saturday, November 9, 2013

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ვისწავლე word-ის ფაილში და google drive-ში კომენტარების გაკეთება, შევადგინე მოსწავლის ბუკლეტის  შეფასების რუბრიკა , ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება google drive-ის საშუალებით....