Wednesday, December 11, 2013
Sunday, November 17, 2013
მერვე მოდულის რეფლექსია
დღეს გავაკეთეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე, მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები... წარვადგინე ჩემი პროექტი, ტრენერს და ჯგუფის წევრებს ჩემი პრეზენტაცია მოეწონათ, რამაც სულ ძალიან გამახარა!!!!!!! დიდი მადლობა ტრენერს და ჯგუფი თითოეულ წევრს, დიდი მადლობა განათლების სამინისტროს ასეთი კარგი ტრენინგისათვის... მე გამოვიყენებ ამ ცოდნას.
Saturday, November 16, 2013
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს სასწავლო პროექტზე მუშაობის დროს, ასევე საპრეზენტაციო ფაილში ვორდის ფაილის და ლინკების ჩასმა რაც მე ძალიან, ძალიან მომეწონა...ჩემი აზრით საკმაოდ ეფექტურად ვიმუშავე... ვემზადები ხვალისთვის... ხვალ მაქვს ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მინდა, რომ ჩემი სლაიდ შოუ მოეწონოთ...
Sunday, November 10, 2013
მეექვსე მოდულის რეფლექსია
მეცადინეობის დასაწყისში გავიხსენე უკუკავშირის მნიშვნელობის შესახებ,განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი, ვნახეთ შესაბამისი სლაიდ შოუ, ვისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა, ლინკის გაკეთება ბლოგზე. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ბლოგზე გვერდით სურათებისა და ტექსტის დადების შესწავლა :). სულ ძალიან მომეწონა google drive-ის საშუალებით კითხვარების შედგენა და ამ კითხვარების უნიკალური შესაძლებლობა-მივღოთ პასუხი ამ კითხვებზე!!!
ნახეთ ჩემი კითხვარი:
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს...
ნახეთ ჩემი კითხვარი:
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს...
Saturday, November 9, 2013
მეხუთე მოდულის რეფლექსია
ვისწავლე word-ის ფაილში და google drive-ში კომენტარების გაკეთება, შევადგინე მოსწავლის ბუკლეტის შეფასების რუბრიკა , ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება google drive-ის საშუალებით....
Sunday, November 3, 2013
მეოთხე მოდულის რეფლექსია
ვიმუშავეთ მოსწავლის მიერ სავარაუდო სასწავლო ნიმუშების შექმნაზე, შევქმენი ბუკლეტი, ინტერნეტით მოვიძიე შესაბამისი მასალები და პორტფოლიოს შესაბამის საქაღალდეში მივუთითე გამოყენებული გვერდები და მისამართები, ასევე ვისწავლე ვიდეო მასალის ატვირტვა ბლოგზე... ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო...
მადლობა...
მადლობა...
მესამე მოდულის რეფლექსია
გავიმეორეთ პირველი და მეორე მოდულის ძირითადი საკითხები, ვისაუბრეთ უკუკავშირის შესახებ . მეგობრების პრეზენტაციებს გავეცნობით ბლოგზე, გავაკეთებთ კომენტარებს. ასევე გავეცანით საავტორო უფლებებს შესაბამისი სლაიდ შოუს გამოყენებით, საინტერესო იყო ამ საკითხების გაცნობა. ასევე ვისაუბრეთ XXI საუკუნეში მსოფლიო კავშირების და ინტერნეტის როლის შესახებ.
Saturday, November 2, 2013
მეორე მოდულის რეფლექსია
პირველი დღე
გავიმეორეთ
პირველი მოდულის ძირითადი საკითხები, გავეცანით მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვების დასმის ხერხებს, ჩამოვაყალიბეთ ზოგადი კითხვები,
თემატური კითხვები, შინაარსობრივი კითხვები. ჩემი თემისათვის ეს კითხვებია:
ზოგადი კითხვა:
არის
თუ არა მათემატიკა სამყაროს აღწერის უნივერსალური ენა?
თემატური
კითხვა:
რა
სახის მათემატიკურ გარდაქმნებს ხედავთ გარემომცველ სამყაროში? დაასახელეთ
ცენტრული, ღერძული სიმეტრიისა და
პარალელური გადატანის მაგალითები
შინაარსობრივი
კითხვები:
•რა
არის პროპორცია?
•რა
პროპორციით მოიცემა „ოქროს კვეთა“?
•სად
და როგორ შენიშნეთ „ოქროს კვეთა“?
მეორე დღე
გავიმეორეთ პირველი დღის საკითხები,ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე, შევმენით პრეზენტაცია ჩვენი თემის შესაბამისად და ავტვირთეთ პრეზენტაცია ბლოგზე
გავიმეორეთ პირველი დღის საკითხები,ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე, შევმენით პრეზენტაცია ჩვენი თემის შესაბამისად და ავტვირთეთ პრეზენტაცია ბლოგზე
პირველი მოდულის რეფლექსია
გავეცანით "პროექტის პორტფოლიოს" შექმნას. გავიაზრე, რომ ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტზე დაფუძნებული სწავლების შედეგად მივაღწევ უფრო სრულყოფილ სწავლებას და მოსწავლეებში განვავითარებ XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს
მეორე დღეს გავეცანით ჩეკლისტებს, პორტფოლიოს რუბრიკას და შევინახეთ "რესურსებში". შევმენით ბლოგები და ვისწავლეთ ნაშრომის გამოქვეყნება.ასევე ვიმუშავეთ ბუკლეტებზე. გამიჩნდა იდეები პროექტის გეგმისათვის შესარჩევი თემატიკის შესახებ.
მეორე დღეს გავეცანით ჩეკლისტებს, პორტფოლიოს რუბრიკას და შევინახეთ "რესურსებში". შევმენით ბლოგები და ვისწავლეთ ნაშრომის გამოქვეყნება.ასევე ვიმუშავეთ ბუკლეტებზე. გამიჩნდა იდეები პროექტის გეგმისათვის შესარჩევი თემატიკის შესახებ.
Subscribe to:
Posts (Atom)